Holmes ჰოლმსის ძიება - საიტის დამატება
სიახლეები
ჰოლმსის შესახებ
უპირატესობები
დახმარება
საიტის დამატება
კონტაქტი
1. ინდექსაციისთვის ნებადართული საიტები
Holmes -ის მიერ ხდება მხოლოდ .ge ზონაში და ასევე საერთაშორისო დომენებზე განთავსებული ქართულ ენოვანი საიტების ავტომატური ინდექსაცია.

2. საიტის დამატება
თუკი სხვა საიტებიდან თქვენს საიტზე არსებობენ ბმულები, მაშინ დიდი ალბათობაა რომ ინდექსაცია მოხდეს ავტომატურად, რადგან Holmes მიყვება ბმულებს. ახალი საიტის დამატება შეგიძლიათ აქედან, თუმცა თქვენი საიტი დაინდექსირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის განთავსებულია .ge ზონაში ან თუკი ის განთავსებულია საერთაშორისო ზონაში და შეიცავს ქართულენოვან დოკუმენტებს.

3. ინდექსაციის პერიოდი
Holmes საიტებს აინდექსირებს პერიოდულად, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენი საიტის განახლების ან ახლის შექმნის შემთხვევაში საჭიროა გარკვეული დრო რომ ახალი დოკუმენტები საძიებო სისტემის ინდექსში მოხვდეს. რეინდექსაციის (განახლების) პერიოდულობა განსხვავებულია დოკუმენტების მიხედვით და დამოკიდებულია რეიტინგზე. რაც უფრო რეიტინგულია დოკუმენტები მით უფრო სწრაფად მოხდება მისი განახლება

4. ერთი საიტიდან დაინდექსებული დოკუმენტების რაოდენობა
ჰოლმსს შეუძლია ერთი საიტიდან მილიონობით დოკუმენტის დაინდექსირება, თუმცა პრაქტიკაში მათი რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს რესურსებზე. ვებ-სერვერების ზედმეტად დატვირთვის თავიდან ასაცილებლად, ახალი დოკუმენტის დასაინდექსირებლად ან არსებულის განსაახლებლად ჰოლმსი ერთი და იგივე სერვერს მიმართავს წამში მაქსიმუმე ერთხელ. თუკი თქვენი საიტი ასეულობით სხვა საიტთან ერთად განთავსებულია ჰოსტინგ პროვაიდერის სერვერზე, მაშინ ამ ვებ-გვერდებიდან დაინდექსირებული დოკუმენტების რაოდენობა იქნება უფრო ნაკლები, იმ საიტებთან შედარებით რომლებიც განთავსებული არიან გამოყოფილ სერვერებზე. ჰოლმსის ალგორითმი საბოლოო ჯამში ორიენტირებულია მაქსიმალურად ბევრი დოკუმენტის დაინდექსირებასა და არსებული დოკუმენტების დროულად განახლებას შორის ბალანსის შენარჩუნებაზე.

5. რობოტისათვის ინდექსაციის აკრძალვა.
თუ თქვენ არ გსურთ, რომ რომ რობოტებმა დააინდექსირონ თქვენი საიტი ან მისი რომელიმე ნაწილი, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ robot.txt -ს დირექტივები:

User-agent: *
Disallow: /
# კრძალავს მთელი საიტის ინდექსაციას

User-agent: *
Disallow: /cgi-bin
# კრძალავს მხოლოდ cgi-bin -ის დირექტორიაში განთავსებული დოკუმენტების ინდექსაციას

თუ თქვენ არ გსურთ, რომ კონკრეტულად Holmes-მა დააინდექსიროს თქვენი საიტი ან მისი რომელიმე ნაწილი, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი დირექტივები:

User-agent: HolmesBot
Disallow: /
# კრძალავს მთელი საიტის ინდექსაციას

User-agent: HolmesBot
Disallow: /cgi-bin
# კრძალავს მხოლოდ cgi-bin -ის დირექტორიაში განთავსებული დოკუმენტების ინდექსაციას

დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს